მეტროსადგურ „წერეთელზე“ მგზავრთა მიღება განახლდა. შეგახსენებთ, რომ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური დროებით ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა დროულად შეძლეს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა და თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.