თბილისის მერი კახა კალაძე ქართველი მხატვრების ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებს ფლობს.
ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მითითებულია, რომ კახა კალაძე ლადო გუდიაშივლისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილოს მფლობელია, რომელშიც ამავე დეკლარაციით, სხვადასხვა დროს, 245 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ერთ-ერთი მათგანი კი ჩუქების სახით აქვს მიღებული.
- ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 20 000 $, შეძენის თარიღი - 2000 წ.
- ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 50 000 $, შეძენის თარიღი - 2005 წ.
- ლადო გუდიაშვილი ფერწერული ტილო - 120 000 $, შეძენის თარიღი - 2007 წ.
- ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო - 15 000 $, შეძენის თარიღი - 2006 წ.
- ელენე ახვლედიანის ფერწერული ტილო - 40 000 $, შეძენის თარიღი - 2008 წ.
ცნობილი ქართველი მხატვრების კონკრეტულად რომელ ტილოებს ფლობს კახა კალაძე, დეკლარაციაში მითითებული არ არის.