აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ქვემო სილეზიის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯაბა ფუტკარაძემ აჭარაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა. საუბარი ასევე აჭარის საინვესტიციო პოტენციალს, ზოგადად საინვესტიციო პროცესებს და ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
მხარეებმა ასევე ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თინა ზოიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი ზურა ჭურკვეიძე ესწრებოდა.