ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქეთევან წამებულის გამზირზე მხუთავი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს თანაუგრძნობს.
“დღეს, კიდევ ერთი უმძიმესი დღეა. ტექნიკური გაუმართაობის გამო ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგ ფაქტს ჩვენი შვიდი თანამოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო“, აღნიშნავენ ენმ-ში.