დღეს, 30 იანვარს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
დელეგაცია კონსტანტინოპოლიდან საფრანგეთის მიტროპოლიტ ემანუელის ხელმძღვანელობით თბილისს გუშინ, 29 იანვარს ეწვია.
საპატრიარქოს განმარტებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე პოზიციის განსაკუთრებულ ცვლილებას არ მოელიან და ამაზე სინოდის შემდგომ სხდომაზე იმსჯელებენ.
ამასთან, გუშინ საღამოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხით დაინტერესებულ მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდა.