საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჯეოსელსა და მაგთის 100-100 მილიონ ლარს ედავება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ჯეოსელთან დავის მიზეზი ანგარიშფაქტურები გახდა. "კომპანიამ გამოწერა ანგარიშფაქტირებიისეთ მომსახურებაზე, რომელიც ჯერ შესრულებული არ ჰქონდა. შესაბამისად დამატებითი ღირებულების გადასახადი ჩათვლილია", _ განუცხადა წყარომ "ჯი-ეიჩ-ენს". ასევე ჯეოსელთან დავის მიზეზია "ლაი-ლაის" ბილინგი. კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს ვერ აჩვენა აღრიცხვა, რომლის სერვერები განთავსებულია მოსკოვში. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ონლაინ მონაცემთა მიღებამ საგადასახადო დეპარტამენტი არ დააკმაკოფილა.
იგივე წყარო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰყვება, რომ კომპანია "მაგთის", ფინანსთა სამინისტრო ანგარიშფაქტურების წინა თვის თარიღით გამოწერას ედავება. კომპანია მომდევნო თვეში აღებული ანგარიშფაქტურით წინა თვის მომსახურების ანგარიშსწორებას ახორციელებს. მომქედი კანონმდებლობით, ასეთ შემთხვევაში ისჯება ორივე მხარე - ვინც გამოწერა და ვისაც გამოუწერეს ანგარიშფაქტურა.
საგადასახადო კანონმდებლობაში აღნიშნული ხარვეზი უკვე გასწორებულია ისეთ უწყვეტ მომსახურეობაზე როგორიცაა _ წყლის, გაზისა და დენის გადასახადებზე. არ არის გასწორებული სატელეკომინიკაციო მომსახურებაზე.
ფინანსთთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ. ასევე ინფორმაცია არ აქვს "ჯეოსელისა" და "მაგთის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს.