დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერეაციის შედეგად ორი ბოევიკი განადგურეს.
როგორც "ინტერფაქსი" ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, დაღესტანის სოფელში, მახარგი-მახაში ერთ-ერთ სახლში მილიციის თანამშრომლებმა ალყაში ბოევიკების დაჯგუფება მოაქციეს.
მათივე ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად ორი ბოევიკი განადგურდა, ხოლო სპეცრაზმის ერთი წევრი დაიჭრა.