დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში წუხელ #7 გამასწორებელი კოლონიის ხელმძღვანელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბანდიტებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლკოვნიკ ომარ მუგადოვის "ვოლგის" ტიპის სამსახურებრივ ავტომობილს მაშინ როდესაც იგი მეუღლეს მაღაზისთან ელოდებოდა", _ იუწყება რუსული მედია. ომარ მუგადოვი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, დაჭრილია ასევე მუგადოვის მეუღლე, რომელიც სროლის დროს მაღაზიიდან გამოვიდა. ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის დასაწყისიდან ბოევიკების ხელით დაღესტანში მოკლულია სამართალდამცავი ორგანოს 82 თანამშრომელი და დაჭრილია 131.
მასალის გამოყენების პირობები