დაღესტნის კიზილ-იურტის რაიონში უცნობმა პირებმა მილიციის კაპიტანი მოკლეს და მისი ტაბელური იარაღი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე ბანდიტებმა მილიციის კაპიტან რუსლან გაჯანოვის კუთვნილი "ნივის" მარკის ავტომობილი დაცხრილეს. კაპიტანი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. ბანდიტებმა კი მისი ტაბელური იარაღი - "მაკაროვის" პისტოლეტი" და "კალაშნიკოვის" ავტომატი გაიტაცეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავთა ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს ბოროტმოქმედების ძებნა.
მასალის გამოყენების პირობები