"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მუხროვანის სამხედრო ბაზიდან 800-მდე სამხედრო გაათავისუფლეს.
თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას არ ადასტურებს და ანიღშნავს, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სამხედროების როტაცია ხდება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოხდება საბრძოლო ძალების ტრანსფორმაცია, რათა დასავლეთ საქართველო უფრო მეტად განვითარდეს. მათივე თქმით, სამხედრო ძალების დიდი შემადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.
სამხედრო მოსამსახურეები მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ისინი დათხოვნაში მიდიან, თუმცა, "რუსთავი 2" ირწმუნება, რომ თავდაცვის უწყებამ დაახლოებით 800 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა.