ვლადიკავკაზის ყველა სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან ბავშვები ევაკუირებულნი არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილო ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.
მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა ადამიანმა ჩრდილო ოსეთის განათლების სამინისტროში დარეკა და ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების აფეთქებით დაიმუქრა. ამის გამო, ამჟამად ჩრდილო ოსეთის ყველა სკოლიდან და საბავშვო ბაღიდან ბავშვები ევაკუირებულნი არიან.
შეგახსენებთ, ვლადიკავკაზის ბაზარში მომხდარ აფეთქებას, ბოლო ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩრდილო ოსეთის შს სამინისტროს მონაცემებით, აფეთქებს სიმძლავრე 30-40 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო.
აღნიშნულ ფაქტზე ჩრდილო ოსეთის მიმართულებით რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "ტერორიზმის" მუხლით აღძრა.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრ მედვედევმა კი შექმნილი მდგომარეობის გამო ჩრდილო-კავკასიაში თავის რწმუნებულს ვლადიკავკაზში ჩასვლა დაავადა. ამას გარდა, ჩრდილო ოსეთის მიმართულებით მოსკოვიდან საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს თვითმფრინავი გაიგზავნა, რომელმაც, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილები მოსკოვში უნდა გადაიყვანოს.