2018 წლის 22 დეკემბერს, სასტუმრო „რუმს ჰოტელის" საკონფერენციო დარბაზში, კომპანია „იორკ თაუერსმა" მოაწყო არაფორმალური შეხვედრა ქართული მედიის წარმომადგენლებთან.
კომპანიის ხელმძღვანელმა ბატონმა ამრ ელაბვაზმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა პრეზენტაცია, კომანიის, მისი საქმიანობისა და სამომავლო გეგმის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ კომპანია „იორკ თაუერსი" სამი წლის განმავლობაში (2019-2021) გეგმავს 500 000 000 აშშ დოლარის ინვესტირებას საქართველოში. ბატონმა ამრმა და მისმა თანამშრომლებმა მედიას წარუდგინეს ერთ ერთი პროექტი „იორკ თაუნი" (რომლის ღირებულებაც 100 000 0000 აშშ დოლარზე მეტია და იგი არის უნიკალური კომპლექსური დასახლება დაბა ტაბახმელაში, 100 000მ2 ფართი, რომელის შემადგენლობაში შედის საცხოვრებელი 256 ბინიანი კორპუსი და 100 ფეშენებელური ვილა, სასპორტო მოედანი და კომპლექსი, სპა ცენტრი და ბასეინი, საბავშვო ბაღი, სავაჭრო მოლი და მაღალი დონის სასტუმრო, კაფე რესტორნები. პროექტი პირდაპირი და არაპირდაპირი გზით 1000 ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს). რომლის განხორციელება 2019 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.
იორკ თაუერსი - საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 2017 წლიდან და მისი საქმიანობაა:
➡ უძრავი ქონების (საკუთრების) ინვესტირება და მართვა - რაც გულისხმობს წარმოდგენილ ქვეყანაში წამყვან დეველოპერებთან თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მხოლოდ მაღალი ხარისხისა და სტანდარტის მქონე საკუთრების შეთავაზებას, კონკურენტული ფასებითა და მოხერხებული საგადასახადო სისტემით;
➡ მშენებლობა და განვითარება - რაც გულისხმობს ახალ მაღალი ხარისხისა და მსოფლიოში მოთხოვნადი სტანდარტების მქონე შენობა ნაგებობებისა და კომპლექსების შენებასა და განვითარებას.
კომპანიას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული, თანამედროვე კონცეფცია, რომელიც სრულად შეესაბამება სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებს და შესაბამისად, განაპირობებს მის წარმატებას.
„იორკ თაუერსის" ხედვაა მომავალი, რაც გულისხმობს მომხმარებელს შესთავაზოთ მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, კომფორტული და მყარი გარემო რაც მათი მომავალი კეთილდღეობის გარანტია. კომპანიის მთავარი ფასეულობა უსაფრთხოება და საიმედოობაა რასაც მაღალი ხარისხი და სერთაშორისო სტანდარტი განაპირობებს. კომპანია ბოლომდე პასუხისმგებელია საზოგადოების და იმ ქვეყნების მიმართ, სადაც ის ოპერირებს.
კომპანიის მართვის პრინციპი აგებულია მსოფლიოში მიღებულ თანამედროვე და დახვეწილ მეთოდებზე, რომლის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები, მაქსიმალურად კომფორტული ურთიერთობა მომხმარებელთან.
კომპანია იორკ თაუერსი, საქართველოს გარდა დიდი წარმატებით ანხორციელებს თავის ბიზნესს ეგვიპტეში, კატარში, თურქეთში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში. ყველა ქვეყანაში იგი ოპერირებს როგორც „იორკ თაუერსი" და თითოეულ მათგანში ითვლება, როგორც ინოვაციური და წარმატებული კომპანია, რომელიც სარგებლობს ნდობის მაღალი ხარისხით როგორც ამ ქვეყნების ხელისუფლების ასევე მომხმარებლისათვის.