ველისციხეში პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 3500-ლარიანი გირაო შეუფარდა. მირიანაშვილს გირაოს თანხის შემდეგ გაათავისუფლებენ. მან გირაო 30 დღეში უნდა გადაიხადოს.
მირიანაშვილისთვის 5-ათსი ლარის დაკისრებას ითხოვდა ბრალდების მხარე. თუმცა, მოსამართლემ ბრალდებულის სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინა.
წინასასამართლო სხდომა 6 თებერვალს ჩაინიშნა. დაკავების შემდეგ ქეთევან მირიანაშვილი გულის პრობლემებით თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქეთევან მირიანაშვილი შსს-მ 19 დეკემბერს დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შემდეგ კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს.