ENG / RUS       12+

ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას - ხატია დეკანოიძე

რესპოდენტის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ბუტა რობაქიძის საქმის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ განაჩენს ის არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ განაჩენს, მართლა არ მინახავს. ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი მართლმსაჯულება, რომელიც არ დაბადებს არავითარ კითხვას. მე ვერ ვხედავ საქართველოში თავისუფალ მართლმსაჯულებას და ეს დამტკიცდა არაერთხელ. რეალურად, ჩვენ ერთად ზუსტად იმისთვის ვიბრძვით, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, ბრალდება იყოს ადეკვატური იმ დემოკრატიული პრინციპებისა, რომელიც უნდა იყოს და არა იმ პრინციპების, რომელსაც ემხრობა საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამნაშავედ ცნო.

 

ავტორი: . .