ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი - ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) გათვალისწინებული მომზადების დასრულება მიულოცა.