დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი.
„შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა, დავკვირვებოდი პროცესს, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი. დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა როს უილსონმა.