„ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება სოფელ ჭანიეთში იზეიმა.
"ეს ის სოფელია, სადაც მიხეილ სააკაშვილი პირველი ტურის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობდა. მეორე ტური კი სომფელ ჭანიეთში, ისევე როგორც მთლიანად ოზურგეთში სალომე ზურაბიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვებით მოიგო.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცეს უმრავლესობის ლიდერმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძემ", - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.