ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
თბილისის ოლქებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმები ასე გადანაწილდა:
ვაკე: გრიგოლ ვაშაძე - 33,95 %, სალომე ზურაბიშვილი 66,05 %;
საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე - 34,39 %, სალომე ზურაბიშვილი - 65,61 %;
მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე - 35, 66 %, სალომე ზურაბიშვილი - 64,34 %;
კრწანისი: გრიგოლ ვაშაძე - 40,43 %, სალომე ზურაბიშვილი - 59,57 %;
ისანი: გრიგოლ ვაშაძე - 43,06 %, სალომე ზურაბიშვილი - 56,94 %;
სამგორი: გრიგოლ ვაშაძე - 43,59 %, სალომე ზურაბიშვილი - 56,41 %;
ჩუღურეთი: გრიგოლ ვაშაძე - 36,63 %, სალომე ზურაბიშვილი - 63,37 %.
დიდუბე: გრიგოლ ვაშაძე - 35,02 %, სალომე ზურაბიშვილი - 64,98 %;
ნაძალადევი: გრიგოლ ვაშაძე - 38,26 %, სალომე ზურაბიშვილი - 61,74 %;
გლდანი: გრიგოლ ვაშაძე - 43,26 %, სალომე ზურაბიშვილი 56,74 %.
ცნობისთვის, ცესკო-ს ამ დროისთვის 3 705 საარჩევნო უბნიდან 3 683 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 99,7 %-ს შეადგენს.