თელავის საარჩევნო ოლქში, 51 საარჩევნო უბნის შედეგებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ცენტრალური საარცევნო კომისიის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე ხმათა 51,38 %-ი მიიღო - 15 723 ხმა. სალომე ზურაბიშვილმა კი - 48,62 %, 14 876 ხმა. ამ ეტაპზე დასათვლელია მხოლდ 3 უბანი, მე-2, 38-ე და 39-ე.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩვნების პირველ ტურში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა , გრგოლ ვაშაძემ 50,12% (14 341 ხმა) ხოლო,დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 32,79% (9383) მოიპოვა.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
არჩევნებს აკვირდებიოდა საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.