ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ამომრჩეველია.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში (72,72%), ხოლო დაბალი - წალკაში (43,12%) დაფიქსირდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 38,16% იყო, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენდა.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს.მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.
არჩევნებს აკვირდებიოდა საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებდა 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით, შევა ძალაში.