საარჩევნო პროცესი იყო მძიმე და მძიმე დარღვევებს შეიცავდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
„შუა პერიოდში ხელისუფლებამ გამოიყენა მოსყიდვა, ზეწოლა. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას და ველოდებით ცესკო-ს საბოლოო გადაწყვეტილებასა და საბოლოო შეფასებას ამის შემდეგ გავაკეთებთ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. Edison Research-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 55% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45%, ხოლო Gallup-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს 42%.