დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა.
მან საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი. დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს არის ჩვენი მიზანი და დამერწმუნეთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.