გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ის პატივს სცემს „რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის ჩამტარებელ კომპანიას, თუმცა მნიშვნელოვანია ცესკო-ს საბოლოო მონაცემების მოსმენა.
მისივე თქმით, ის დაელოდება საბოლოო შედეგებს.
„აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა 17:00 საათის შემდეგ მივიდა არჩევნებზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, "რუსთავი 2"-სა და "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. Edison Research-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 55% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 45%, ხოლო Gallup-ის ეგზიტპოლში სალომე ზურაბიშვილს 58%, გრიგოლ ვაშაძეს 42%.