ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც კი ალბათ არჩევნების მსოფლიო ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობს, „ქართული ოცნება“ შეეცადა, ყველა ეს მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.
„რაც კი ალბათ არჩევნების მსოფლიო ისტორიაში გაყალბების მექანიზმები არსებობს, „ქართული ოცნება“ შეეცადა, ყველა ეს მექანიზმი გამოეყენებინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. თუმცა, ყველანაირი ინდიკაცია გვიჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულია. ასეც იყო, შესაბამისად, ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.