თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საარჩევნო პროცესი, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით 300 ათასი ხმით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა ბრიფინგი და რუსთავში, ე.წ. კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა და დაასახელა 10-ზე მეტი პირი, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისინი გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბნებზე და ცდილობდნენ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. მისივე თქმით, ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე.
„თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა საარჩევნო პროცესი, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გავიმარჯვოთ მინიმუმ დაახლოებით 300 ათასი ხმით. ამ შემთხვევაში ამ მოძრაობას, ამ ძალას, რომელსაც წყურია რევანში, მივმართავ, რომ აზრი ეკარგება ყოველგვარ მანიპულაციებს, პროვოკაციებს და აშ. მათ შორის კვლევებით და ეგზიტპოლით მანიპულაციას. ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა ბრიფინგი და რუსთავში, ე.წ. კარუსელებში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამხილა და დაასახელა 10-ზე მეტი პირი, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ისინი გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა უბნებზე და ცდილობდნენ ორმაგი მარკირების მიუხედავად, ხმა მიეცათ კიდევ ერთხელ. ეს პროცესი შეჩერდა ჩვენი ძალისხმევით, ამის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობა“ გადავიდა ეგზიტპოლებით მანიპულაციებზე. ისინი ამ წუთებში ახდენენ საკუთარი აქტივის მობილიზებას იმ ადგილებში, სადაც „ედისონ რისერჩი“ ატარებს გამოკითხვებს. ამას აზრი ეკარგება მეგობრებო. ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი მოიგებს დამაჯერებლად, საუბარია დაახლოებით 300 ათასი ხმით სხვაობაზე. დაანებეთ თავი პროვოკაციებს, მანიპულირებას და შეეგუეთ რეალობას, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი უზრუნველყოფს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.