ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან.
"რაც შეეხება ჩუმლაყში მომხდარ ინციდენტს, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლით. ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის N19-ე საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან.
გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელიც სოფელ ქესალოში საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უმისამართოდ იგინებოდა. აღნიშნული პიროვნება არ დაემორჩილა პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ადგილზე იქნა დაკავებული საქართველოს ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადა მეზვიშვილმა.