ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 47.31% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია.
მისი ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში (58%), ხოლო დაბალი - წალკაში (37%) დაფიქსირდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 38,16% იყო, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენდა.