აქტივობა მაღალია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, დიდ ქალაქებში, სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ იმხელა იქნება სხვაობა, რომ მანიპულაციები ვერ უშველის ამ შედეგს.
„აქტივობა ძალიან მაღალია. აქტივობა მაღალია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, დიდ ქალაქებში სადაც ჩვენ პირველი ტური მოვიგეთ. დარწმუნებული ვართ ესაა ის ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდი საპროტესტო განცდა აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. იმ რაიონებში, სადაც მათ მანიპულაციებით მოიგეს არაა მაღალი აქტივობა. ახლა შეეცდებიან იქ გაზარდონ მაჩვენებელი, რაზეც ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ყურადღება. მე ვფიქრობ, იმხელა იქნება სხვაობა, რომ მანიპულაციები ვერ უშველის ამ შედეგს. აქედან გამომდინარე, მთავარია ყველანი არჩევნებზე", - განაცხადა ვაშაძემ.