პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა, რომლითაც ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება, არაფერი აქ უჩვეულო არ არის, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მარნეულში, პოლიციის სპეცტექნიკის მობილიზებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც იღებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას.
„თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მაგალითად, მიკროფონი, კამერა, ზუსტად ასე, პოლიციას აქვს თავისი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც, ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილდება. არაფერი აქ უჩვეულო არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.