ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელშიც ჩანს, რომ აბაშაში "ქართული ოცნების" დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ამომრჩეველს კაბინაში შეყვა და ნომერი მის ნაცვლად შემოხაზა.
მისი განცხადებით, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი.
"როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება", - განაცხადა მიქელაძემ.