ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდაზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მისი თქმით, ხმა ქვეყნის სტაბილურ ხვალინდელ დღეს და მშვიდ განვითარებას მისცა.
„ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. გაიჭიმა ეს ყველაფერი დროში და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა. ხვალიდან ამასაც შევუდგებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.