აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება 164-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით“, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.