„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელოვნურად ქმნიან პროვოკაციებს იქ, სადაც კამერები და უცხოელი დამკვირვებლები გამოჩნდებიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა მაგალითად ვაკის N11 უბანზე, როდესაც გამოჩნდნენ უცხოელი დამკვირვებლები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ პროვოკაციის მოწყობას.
„მაგრამ მადლობა რიგით მოქალაქეებს, ცესკო-სა და კომისიების წარმომადგენლებს, ადამიანებს, ვინც უბანზე იმყოფებოდნენ, ამ პროვოკაციას არც ერთ მათგანი არ წამოეგო, დაძაბულობის ფონი არ შექმნეს და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – განაცხადა მდინარაძემ, რომელმაც აქვე ყველას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ პროვოკაციას.
„მთელი დღის განმავლობაში „რუსთავის 2“-სა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ხდება პირდაპირი ზეწოლა, პროვოკაციული ფონის შექმნა, მაგრამ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, რომელთაც ასევე მოვუწოდებ, რომ დღის ბოლომდე შეინარჩუნონ სიმშვიდე, მაქსიმალურად ეცადონ, არ აყვნენ პროვოკაციებს, რომელსაც ქმნიან ხელოვნურად, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.