აბსურდის თეატრია, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას დააბრალონ არჩევნების გაყალბება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მიღებულია დავალება, რომ მათი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან.
„ახლა მიღებულია დავალება, რომ ჩვენი წარმომადგენლები მასიურად გააძევონ უბნებიდან, კახეთში ხდება მასიურად გამოყრა, რათა რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი წარმომადგენელი დარჩეს უბანზე. თუმცა, მერწმუნეთ არაფერი აღარ უშველის, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და უბნებზე მშვიდად დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.