ბიძინა ივანიშვილის მმართველობა სრულდება და ვერაფერს იზამს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა.
მისი თქმით, დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას.
„იმ პირობებში, როცა ბიძინა იავნიშვილი და მისი ბანდა ცდილობს ამ მოღალატე ქალის გაყვანას და ორგანიზებულად მოჰყავთ ხალხი, ჩვენც, ყველანი ორგანიზებულად, მშვიდად წავიდეთ საარჩევნო უბნებთან, გადავურეკოთ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს და ყველა წავიყვანოთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ნაწილი ხალხის, ვინც ივანიშვილს მიჰყავს ორგანიზებულად არჩევნებზე, ხმას აძლევს ცვლილებას, გია ვაშაძეს, ხმას აძლევს საქართველოს გადარჩენას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.