სომხური ნაციონალური კონგრესი მთიანი ყარაბაღის აღიარების წინააღმდეგ გამოდის. განცხადება ამის შესახებ განცხადება დღეს კონგრესის კოორდინატორმა ლევონ ზურაბიანმა გააკეთა.
"ამგვარი ნაბიჯის შედეგების გაუაზრებლობა მხოლოდ პოლიტიკურად ბეც ადამიანს არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს იქნებოდა პირდაპირი გამოწვევა მთელი მსოფლიოსათვის", _ განაცხადა ზურაბიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ბოლო დროს სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის აქტუალიზაციის კომენტირებისას.
მისი აზრით, დე-იურე აღიარებამდე ჯერ დე-ფაქტო აღიარება უნდა მოხდეს. უნდა ხდებოდეს მთიანი ყარაბაღის გაძლიერება და კეთილმოწყობა.