ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ სერვისს სთავაზობს. 7 სექტმებერს დაგეგმილი, საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრები გუნდების 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ბილეთების შეძენა ყველა მსურველს მოძრავი სალაროს მეშვეობით შეეძლება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრი ავრცელებს.
სფფ-ს მოძრავი სალარო (სატვირთო მანქანა) თბილისის ყველა უბანს მოივლის და საქართველოს ნაკრებისათვის მხარდაჭერის მსურველ ყველა გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემს, ფეხბურთზე დასასწრები ბილეთი საკუთარ უბანში შეიძინოს.
7 სექტემბერს დაგეგმილ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასია: 5, 7, 10 და 20 ლარი. გულშემატკივარს, რომელიც 5 ნებისმიერი ღირებულების ბილეთს შეიძენს საჩუქრად გადაეცემა მეთორმეტე მოთამაშის მაისური.
მოძრავი სალაროს გადაადგილების მარშუტი:
31 აგვისტო -1 სექტემბერი: გლდანი მ/ს „ახმეტელი"
2-3 სექტემბერი: ვარკეთილი მ/ს „ვარკეთილი"
4 სექტემბერი: ლილო-ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
5 სექტემბერი: ისანი-ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
6, 7 სექტემბერი: ვაგზლის მოედანი-ბავშვთა სამყაროსთან
რაც შეეხება ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის სალაროებს, იქ ბილეთების შეძენა გულშემატკივარს 3 სექტემბრიდან შეეძლებათ. სტადიონის სალაროები ყოველდღე 11 საათიდან 18 საათამდე იმუშავებენ.