დაცული ტერიტორიების სააგენტო მონაწილეობას ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში "World Travel Market" მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე გამოვა მოხსენებით საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს ტურისტული კომპანიებისა და ეკოტურიზმით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტურისტული პროდუქტების წარდგენას და პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარებას.
გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნა და 14 ნოემბრამდე გაგრძელდება