ლუდის მწარმოებელი ჯგუფი ეფესი", ჩემპიონატის ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტთან და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA) დადებული შეთანხმების საფუძველზე, გახდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი. ხელშეკრულების თანახმად, „ეფეს პილსენი", როგორც „ლუდის მწარმოებელი ჯგუფი ეფესის" წამყვანი ბრენდი, გახდება ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირის, FIBA-ს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორი, რომელიც გაიმართება 2010 წლის 28 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით, თურქეთში.
ეს არ არის "ეფეს პილსენის" მიერ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირის სპონსორობის პირველი შემთხვევა. 2008 წლიდან მოყოლებული „ეფეს პილსენი" არის კალათბურთის ევროლიგის, ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირის, ერთ-ერთი სპონსორი.
"ლუდის მწარმოებელი ჯგუფი ეფესის" მმართველობაში შემოდის 5 სხვადასხვა ქვეყნის 14 ლუდსახარში, 6 ალაოსა და 1 სვიის საწარმო. იგი ლუდის წარმოების რეგიონალური ლიდერია. „ეფესი" აწარმოებს ლუდს თურქეთში, საქართველოში, ყაზახეთში, რუსეთსა და მოლდოვაში. „ეფეს პილსენი" პოპულარული ლუდია და მსოფლიოს 60 ქვეყანაში იყიდება. „ლუდის მწარმოებელი ჯგუფი ეფესი", რომლის ბრენდიცაა „ეფეს პილსენი", ევროპაში სიდიდით მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიოში მე-14 ადგილზეა ლუდის მწარმოებელ კომპანიებს შორის.
FIBA, მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია, დამოუკიდებელ კავშირს წარმოადგენს, რომელიც შექმნილია 213 ქვეყნის ეროვნული ფედერაციის მონაწილეობით. იგი აღიარებულია, როგორც უმთავრესი კომპეტენტური ორგანო კალათბურთში, მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. FIBA ადგენს კალათბურთის ოფიციალურ წესებს, აღჭურვილობისა და ფორმის სტანდარტებსა და შიდა დებულებებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ყველა საერთაშორისო და ოლიმპიური შეჯიბრის დროს. ამისათვის FIBA ქმნის სატურნირო სისტემებს და ამასთან, მას მფლობელობაში აქვს ტურნირების კომერციული და მარკეტინგული უფლებები