ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავს.
მისი თქმით, „იქ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციურ გაერთიანებას უერთდება“ .
„გაერთიანებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ვინც ჩვენი პარტიიდან წავიდა, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. იქ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც დროთა განმავლობაში ოპოზიციურ გაერთიანებას უერთდება”, – განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი იყოს.