ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის კარს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის დაშვებული, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა.