ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
დაშავებულები რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.