ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
დაშავებული მოქალაქე სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"აჭარის ტელევიზიის" ცნობით, თვიმთხილველები ამბობენ, რომ მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმალვის ფაქტს არ ადასტურებენ.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მძღოლს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ედავებიან, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.