გორში, 15 წლის მოზარს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივი გამოცემა "დიანიუსის" ინფორმაციით, "ჰონდას" მარკის ავტომობილი არასრულწლოვან გოგონას იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა.
ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთლობის დაზიანება.