ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, რის შედეგადაც, დამწვარია 140 კვ.მ. ფართობი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.