დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „პატრიოტებში“ წევრიანდება.
როგორც ჭიჭინაძემ საზოგადაოებრივ მაუწყებელს განუცხადა, „პატრიოტებში“ მხოლოდ იმიტომ წევრიანდება, რომ ირმა ინაშვილს ფრაქცია არ დაეშალოს.
„ირმა ინაშვილთან საუბარი მქონდა. მათი თხოვნა იყო, რომ ფრაქციის შევსება მოხდეს მანამდე, ვიდრე სხვა რომელიმე დეპუტატს მოელაპარაკებიან. იმისათვის, რომ ფრაქციის ინიციატივები და ტრიბუნა არ გაუქმებულიყო, ფრაქციის წევრი მანამდე ვიქნები, ვიდრე სხვას მოელაპარაკებიან. თუმცა ისევ დამოუკიდებელ დეპუტატად ვრჩები“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.