„ნუ ჩააბეტონებ ბათუმს“ - ამ სახელწოდებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართ.
არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბათუმში მიმდინარე ქაოტური მშენებლობა გააპროტესტეს.
„საკრებულომ აუცილებლად უნდა დაამტკიცოს დოკუმენტი, რომელიც კომპანია „ჯეო გრაფიკმა” შეიმუშავა და რომლითაც განისაზღვრა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონა. ქაოტური მშენებლობები ბათუმისთვის დიდი ხნის პრობლემაა, მაგრამ ბოლო წვეთი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება ბათუმის რივიერის ფარგლებში სანაპიროზე ცათამბჯენების, ასევე დელფინარიუმთან და მწვანე კონცხზე დაგეგმილი მშენებლობები. ამას ვაპროტესტებთ”,- განაცხადა საზოგადოება „ბათომის” ხელმძღვანელმა, შოთა გუჯაბიძემ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ოთხპუნქტიანი მოთხოვნა გაუგზავნეს და პრობლემის გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად ერთკვირიანი ვადა მისცეს.
ფოტო: ბათუმელები