ოზურგეთში, კულტურისა და დასვენების პარკში დამთვალიერებლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილი ამავე პარკის დარაჯი იყო.
მამაკაცის თანამშრომლები მამაკაცზე ძალადობას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ დარაჯს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, მათივე თქმით, ის დიაბეტით იყო დაავადებული და ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.