LOT Polish Airlines-ი თბილისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. ავიაკომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის LOT Travel LTD - Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფასდაკლების ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 12 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 1-ელი ნოემბრიდან 20 დეკემბრის პერიოდში დაიგეგმოს.
LOT Polish Airlines-ის ფასდაკლების აქცია ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე: ფრანკფურტი, ტალინი, დიუსელდორფი, მადრიდი, მიუნხენი, შტუტგარტი, პრაღა, ჰამბურგი, კოპენჰაგენი, ბარსელონა, ვენა, ამსტერდამი, ციურიხი, ოსლო, ბრიუსელი, ნიურნბერგი, ბილუნდი, ჰანოვერი, ლიუბლიანა, ვენეცია, ბერლინი, სოფია, მილანი, ჟენევა. (ფრენები ხორციელდება ვარშავას გავლით).
აქციის ფარგლებში ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 380 ლარიდან, ხოლო ორმხრივი 590 ლარიდააა.