"ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს კახეთში აქციით დაახვდნენ.
გურჯაანში, სადაც ზურაბიშვილი ამომრჩეველს შეხვდა, მოქალაქეებმა მას მოღალატე უწოდეს და უთხრეს, რომ ის ვერ ეღირსება, საქართველო რუსეთს ჩააბაროს.
კულტურის სახლთან მისული მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილს, რომელმაც ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, პრეზიდენტობის უფლება არ აქვს.
„შინდისის გმირების საფლავები რომ დაარბიეს ერთი განცხადება მაინც გააკეთა? - მეტს არ ვამბობ, ამით შემოვიფარგლები. მოღალატეა აბა რა არის“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.